ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე: ტუბერკულოზის შემოწმების ხარჯებს მერია დაფარავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ტუბერკულოზი დაუდგინდა, შემოწმება უნდა გაიაროს.

მისი თქმით, შემოწმების ხარჯებს თავის თავზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აიღებს.

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ტუბერკულოზის ცენტრთან და შევთანხმდით, რომ ყველა მშობელი მიიყვანს პატარებს შესამოწმებლად და მასწავლებლებიც გაივლიან შემოწმებას. რაც შეეხება პრევენციას, პედაგოგები ვალდებულები არიან ყოველწლიურად გაირონ შემოწმება ამ მიმართულებით და შესაბამისად, ეს მკაცრი მოთხოვნაა,”- განაცხადა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა.

 

იტვირთბა....