ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან და სასტუმროდან დაახლოებიტ 1450-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Independent-ი იტყობინება.
გამოცემის თანახმად, ევაკუაციის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. პრევენციის მიზნით, ლონდონის ცენტრალური რკინიგზის სადგური დაკეტილია. შემთხვევა დაახლოებით 5 საათის წინ მოხდა.
ცენტრალური ლონდონის გავლით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და 150-მეტრიანი კორდონი განთავსდა. ინჟინრები ცდილობენ დაადგინონ რა გახდა გაზის გაჟონვის მიზეზი.