ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერლის საქმეზე დაკითხული ჭანტურიას და ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხული გიორგი ჭანტურიას და ამტკიცებს, რომ მას უთვალთვალებენ. ჭანტურიას თქმით, თვალთვალი ყველა ოჯახის წევრზე ხორციელდება და მათ სახლიდან გამოსვლისას უკან ყოველთვის ვიღაც დაჰყვებათ.

მარიამ ჭანტურია ამბობს, რომ ისინი გეგმავენ სახალხო დამცველს და გენისპექციას მიმართონ.

„24 საათის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობს. მარტო გიორგის კი არა, ოჯახის თითოეულ წევრზე. სამართალდამცავების მხრიდან ჩვენი ყველა ნაბიჯი კონტროლდება. როცა ვკითხე, რატომ მითვალთვალებთ და რისთვის დგახართ აქ-თქო, მაშინვე წავიდა. თვალთვალთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ გენინსპექციას და სახალხო დამცველს“, – განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

მან ასევე ისაუბრა იმ უთანხმოებაზე, რომელიც გიორგი ჭანტურიასა და მოკლულ სამსონ ქუთათელაძეს შორის იყო.

„ეს უთანხმოება იყო, როგორც ჩემი ძმისგან გავარკვიე ძალიან ისეთი, რაზეც მაშინვე შეთანხმდნენ. უთანხმოება მას სწორედ მეწილეებთან და ბაზრის ფინანსურ დირექტორთან ჰქონდა. სულ მუდმივ კონფლიქტში იყვნენ ისინი,“-განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

ცნობისთვის, სამსონ ქუთათელაძე საკუთრ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს საღამოს იპოვეს. ის “სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მფლობელი იყო.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

 

იტვირთბა....