ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე ატენის ქუჩის მცხოვრებლებს პასუხობს

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ატენის  ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მერიის გაცემული ნებართვა ფორმალური იყო, რადგანაც გადაწყვეტილება ზემდგომი ორგანოების მიერ იყო მიღებული.

„ჩვენს მიერ ნებართვა, რომელიც იქნა გაცემული, ამას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რადგან გადაწყვეტილება ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული იყო უკვე,“ – ეს განცხადება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ატენის ქუჩის მცხოვრებლების საპასუხოდ გააკეთა.
„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თავიდან ემსჯელა, რომ დაესაბუთებინა და მერიას და მერიის შესაბამის სამსახურებს, თუ რამდენად სწორად იყო ეს ყველაფერი გაცემული. აგვისტოში იმსჯელა შესაბამისმა სამსახურებმა და ზონალურმა საბჭომ, რომელიც დღეს გაუქმებულია ჩვენ მიერ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და ზონის ცვლილებაც არის, მგონი განხორციელებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ატენის ქუჩის მცხოვრებლები კი დედაქალაქის მერიას სამართლოს გადაწვეტილების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.
სუბარია არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 15 იანვარს გაცემული მშენებლობის ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც ატენის 19 ნომერში 27 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. ამ კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.

იტვირთბა....