ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

რამაზ საყვარელიძე: „ძალიან მეეჭვება, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში „მეტრონომთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ექსტრადირების შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოში რიგითი პატიმარი არ იქნება, მაგრამ ქვეყანაშ მოვლენები მის სასარგებლოდ ვერ განვითარდება.

„თუ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდა, რაც ძალიან მეეჭვება, ის არ იქნება რიგითი პატიმარი და ამ პროცესს დიდი ვნებათაღელვა მოყვება. თუმცა, არ მგონია, ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადაციამ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიაყენოს. თავად სააკაშვილის განცხადებები ყოველთვის სანდო არ არის, ისინი უფრო მქუხარეა, ვიდრე წვიმს. 2012 წელმა აჩვენა, რომ საქართველოში სააკაშვილს უფრო მეტი მოწინააღმდეგე აქვს, ვიდრე მომხრე. ასე, რომ ექსტრადაციის შემთხვევაში რაიმე მოვლენები თუ დაიწყო, ვფიქრობ, ეს სააკაშვილის საწინააღმდეგოდ იქნება, ვიდრე მის სასარგებლოდ“, – განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრის, ნათია სონღულაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო მტკიცებულება პროკურატურამ უკრაინაში უკვე გადააგზავნა და ახლა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების გატარებას ელოდებიან.

იტვირთბა....