ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: გიორგი ჭანტურიას შს მინისტრის მოადგილე აიძულებდა ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა

“მეტრონომი”: სასამართლოდან

”გიორგი ჭანტურიას ზეწოლაში მონაწილეობას იღებდა შს მინისტრის პირველი მოადგილე”- ამის შესახებ გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 48 საათის განმავლობაში დაკავებული, გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საუბარია შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძეზე. ”აღნიშნული პიროვნება გიორგის აიძულებდა, რომ ეღიარებინა დანაშაული, ეთქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა და ამ რეჟიმში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი”- აღნიშნა ჭანტურიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გენერალი და ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....