ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, თავდასხმა 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. თავდასხმაში დაჯგუფების ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა. მათ სასტუმროში შაბათს შეაღწიეს.