საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ორშაბათს უკრაინის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში მისი დეპორტაციის საკითხი განიხილება.
მისივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ სურს, რომ უკრაინის მოქალაქეებმა კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, 22 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან 10:00 საათზე შეიკრიბონ. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში დარჩენასა და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.