ბათუმში უეფას სტანდარტების შესაფერისი სტადიონი შენდება, მშენებლობას საფუძველი დღეს ოფიციალურად ჩაეყარა.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და მისი ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა “ხორუმის” კონცეფციაზეა აგებული.
მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდება.