ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელები ლიკვიდირებულები არიან.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსინფორმაციით, ქაბულში, სასტუმრო Intercontinental Hotel-ზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 6 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 3 უშიშროების თანამშრომელია. დაღუპულები და დაშავებულები ავღანეთის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანელმა სამართალდამცველებმა სასტუმროს 5 სართული გაათავისუფლეს, დარჩენილია ბოლო, მე-6 სართული. მოხერხდა 100-ზე მეტი სტუმროს და პერსონალის გადარჩენა, მათ შორის 16 უცხოელია.

ცნობისთვის, ქაბულში სასტუმრო  Intercontinental Hotel-ზე თავდასხმა 20 იანვარს მოხდა.

იტვირთბა....