გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარში და მტკვრის სანაპიროზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მაშველები და მყვინთავები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მდინარე მტკვარზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებები სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. შსს-ში სხავა დეტალებს არ აკონკრეტებენ.