ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა

Russia Today-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია.

მატივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა “სირიის თავისუფლების არმიის” მხარდასაჭერად ქურთებს დაუპირისპირდება.

თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.

წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.

თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.

15 იანვარს,თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.

იტვირთბა....