ახალი ამბები მთავარი სამართალი

ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს

ათენში, უკრაინის საელჩოზე თავდასხმა სცადეს.

ინფორმაციას  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი,  „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ღამით ათენში ჩვენს საელჩოზე „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა სცადეს. ალბათ, რადიკალები იქნებოდნენ. არავინ დაშავებულა. ბერძნებთან თანამშრომლობასა და სადღეღამისო დაცვის შესახებ მოვილაპარაკეთ. ვზრუნავთ უსაფრთხოებაზე და ყველა ზომებს ვიღებთ,“ – წერს კლიმკინი.

ამასთანავე, მინისტრი მომხდარში „რუსულ კვალს“ ხედავს.

იტვირთბა....