გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.
გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია.
„დამაკავეს, გამომიშვეს, მოდიან, ყოველ დღე ჩხრეკავენ ბინას, რას ეძებენ, რა არის აღმოუჩენელი. საავადმყოფოში წევს მამაჩემი, აპარატზეა კაცი შეერთებული. იქ დაადგნენ გინდა თუ არა უნდა დაგკითხოთო, ეუბნებიან გამომძიებლები. ვინმე გაქცეულა? გამომიშვეს, სახლში ვზივარ, ფეხი არ გამომიდგავს 24 საათია. მეძახიან, მივდვარ. არავინ არსად გარბის და არავის ემალება“, – აცხადებს ჭანტურია.
დღეს გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა ამოღებულია რამდენიმე ნივთი, თუმცა კონკრეტულად რა ამაზე სამართალდამცველები არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით 16 იანვარს დააკავეს, იგი 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.