ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერდოღანმა ქალაქ აფრინში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა სირიის ქალაქ აფრინში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ერდოღანის თქმით, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ თურქეთი არის მოკავშირე, რომლის ინტერესებიც მხედველობაში უნდა მიიღონ და ითანამშრომლონ.

ოპერაციის მომდევნო ადგილად პრეზიდენტმა მანბიჯის რეგიონი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ სირიელი სამხედროები აფრინში სირიელი ქურთების პოზიციებს უკვე მეორე დღეა, ბომბავენ.

 

იტვირთბა....