ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერალი სამსონ ქუთათელაძე ოქროყანის სასაფლაოზე დაკრძალეს

საკუთარ კაბინეტში მოკლული გენერალი სამსონ ქუთათელაძე ოქროყანის სასაფლაოზე დაკრძალეს.

გარდაცვლილის ხსოვნას პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა პატივი მიაგეს. ისინი გენერლის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებაზე საუბრობენ.

„ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ახლა ცდილობენ, რომ ეს საქმე, თითქოს, დააკავშირონ ყოფით პრობლემებთან. ეს ასე არ არის. როდესაც ქვეყანაში მკვლელობები ხდება და არ ხდება მისი გამოძიება, სწორედ ისაა შედეგი, რაზეც აქ ვდგავართ, საწუხაროდ. როდესაც საუბარი იყო, რომ ჩვენ ძველ, 1990-იან წლებში დავბრუნდებოდით, საუბარი იყო ამაზე, რომ ადამიანის სამუშაო კაბინეტში შედიან დ 6 ტყვიით კლავენ. ეს არის იმის შედეგი, რომ ხელისუფლების არცერთი შტო არ დგას მოწოდების სიმაღლეზე,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობისპოლიტსაბჭოს წევრმა, დავით კირკიტაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, დავით სიხარულიძემ აღნიშნა, რომ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ. მან საქმეს „საქართველოს ღირსების საქმე“ უწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალი  სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა ნახა.

იტვირთბა....