ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჭანტურიას ადვოკატი: ეჭვი მაქვს, რომ სხვა ვერსია არ აქვთ და ცდილობენ, 108-ე მუხლი მიუყენონ

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან ქუთათელაძის საქმეზე ისაუბრა.

“საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და როგორც ჩანს საქმეს წერტილი არ დაესვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა განმეორებითი ჩხრეკა ორივე ბინაში, თბილისში და რუსთავში.

გამოძიებას რა კითხვებიც ექნება ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ. რაც შეეხება დეტალებს, ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეს, ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. ხელმეორედ რატომ გახდა საჭირო ჩხრეკა, ეჭვი მაქვს, რომ სხვა ვერსია არ აქვთ და ცდილობენ, რომ 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა)
მიუყენონ. ამიტომ ჩატარდა კვლავ განმეორებითი ჩხრეკები”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით 16 იანვარს დააკავეს, იგი  40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.

იტვირთბა....