მდინარე მტკვარში 50 წლამდე ქალის გვამი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
გვამი რთულად მისადგომ, ტერიტოიაზე აღმოაჩინეს, თუმცა მისი ამოღება მაშველებმა მაინც შეძლეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გვამს პროზექტურაში გადაასვენებენ, სადაც მოხდება მისი იდენტიფიცირება.