ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით კვლავ დაიბარეს

გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით დღეს კვლავ დაიბარეს.

რაც შეეხება რუსთავში გიორგი ჭანტურიას ბინის ჩხრეკას, გამომძიებლის განცხადებით, განმეორებით ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ არის, ამოღებულია მხოლოდ სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკას ორსაათნახევარი აწარმოებდნენ. ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას მეუღლის საცხოვრებელ ბინაში.

გიორგი ჭანტურიას და იმედოვნებს, რომ მის ძმას ისევ არ დააკავებენ.

შეგახსენებთ, რომ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.

იტვირთბა....