ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ჭანტურიას მამა, რომლის სახლსაც სამართალდამცავები ჩხრეკენ, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ გიორგი ჭანტურიას მამა, რომლის სახლსაც სამართალდამცავები ჩხრეკენ, შეუძლოდ გახდა.

ზურაბ ჭანტურია გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჭანტურიას მამას ჰოსპიტალიზება მის საცხოვრებელ სახლში პოლიციის კიდევ ერთხელ გამოჩენის შემდეგ დასჭირდა.

დღეს გიორგი ჭანტურიას სახლი სამართალდამცველებმა ხელმეორედ გაჩხრიკეს, ასევე დაკითხვაზე ხელმეორედ გადაიყვანეს გიორგი ჭანტურიას მეზობლები და მეგობრები.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 40-საათიანი დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

იტვირთბა....