ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული ჭანტურიას სახლში განმეორებითი ჩხრეკა იწყება

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სახლში რამდენიმე წუთში განმეორებითი ჩხრეკა დაიწყება.  როგორც ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია ამ ჩხრეკის მიზეზი.

ჭანტურია აცხადებს, რომ  მკვლელობის დღეს სამსონ ქუთათელაძე მართლაც ნახა, თუმცა მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

გიორგი ჭანტურიას სახლში ამ წუთებში ელოდებიან გამომძიებლებს. ჭანტურიასთან ერთადაა მისი ადვოკატი ანი კეკენაძე.

შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძე საკუთრ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს საღამოს იპოვეს.

მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს,  ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

იტვირთბა....