ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჭანტურიას და: სტამბოლის ბაზრის მეწილეებს შორის არის ქონებრივი განხეთქილება

სამართალდამცავებმა გუშინ ღამით გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

„ეს საფუძველი იყო, მისი „საქართველოს ბანკში“ ყოფნა, როდესაც დანაშაული მოხდა სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე და ეს ალიბი ისეთი იყო, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა იქ ყოფნას.სტამბოლის ბაზართან არანაირი კავშირი არ აქვს, არც წილობრივი მონაწილეობა არ გაგვაჩნია. მოწილეები არიან სრულიად სხვა ადამიანები და მათ შორის არის ქონებრივი განხეთქილება და ქონებრივი დავა. ამ ბაზართან კავშირი გვაქვს მხოლოდ ის, რომ კერძო ობიექტები ასევე, მეც გამაჩნია, ჩემს ძმასაც და მამაჩემსაც, არანაირ შემხებლობაში არ ვართ, უბრალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე გაგვაჩნია ეს ობიექტები,“ – განაცხადა ჭანტურიას დამ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა ე.წ. სტამბოლის ბაზრის მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

იტვირთბა....