შრომის ინსპექციამ თემქაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა გუშინ დაიწყო და მოკვლევა ამ დრომდე არ დასრულებულა.
ადგილზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა, ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები, ასევე დასაქმებული არ გამოიყენებდა დაცვის საშუალებებს, მათ შორის სამუშაო ჩაფხუტს.
დოკუმენტაციის გამოთხოვის შემდეგ, მოხდება საბოლოო დასკვნის დაწერა, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.
ცნობისთვის ,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.