ახალი ამბები მთავარი სამართალი

კობახიძე პოროშენკოს შეხვედრა: განიხილება თუ არა სააკაშვილის ექსტრადირება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლიც უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ არც ერთ შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. როგორც კობახიძემ განაცხადა ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა არც უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და არ იქნება არც უკრაინის პრეზიდენტთან.

”ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. არც ერთ შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი”, – განაცხადა კობახიძემ.

 

იტვირთბა....