ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თიანეთის ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს

თიანეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ რაიონის 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს დადებითი შეფასება მისცა. კომისიის წევრების განცხადებით, ფინანსური დოკუმენტის მესამე ვარიანტში მათი შენიშვნები გათვალისწინებულია და ბიუჯეტი რაიონის ინტერესებს არის მორგებული.

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კი აცხადებს, რომ კომისიის მიერ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს და არა – შეტანილ ცვლილებებს.

„ეს იყო პოლიტიკური ნება არა ადგილობრივი წარმომადგენლობის, არამედ პარტიული ხელმძღვანელობის, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მათ იმიჯს აზიანებდა. ზაქარია ქუცნაშვილს მიაჩნია, რომ რაც უფრო ცუდადაა საქმე, მისთვის კარგია, რომ აქეთ ჩვენ დაგვწამოს არაკომპეტენტურობა, თავის მიერ გაფუჭებული საქმე ჩვენ გადმოგვაბრალოს.

თუმცა ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბავშვმაც კი იცის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ზაქარია და ყველა პრობლემა რომელიც დაგროვდა, ისე გაშუქდა, როგორც სინამდვილეში.
გუშინ მქონდა აქტიური კომუნიკაცია გუბერნატორთან და ნამდვილად იყო დაინტერესებული, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყვეტილიყო, მაგრამ მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ეს საკითხი კომისიაზე განხილულიყო და გადაიტანეს ორშაბათისთვის”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
რაიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სავარაუდოდ ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

 

 

იტვირთბა....