მეტროსადგური “გურამიშვილი” მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. როგორც “მეტრონომს” თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარეობს მეტროსადგურის რეაბილიტაცია.
“აქ ყველაზე მასშტაბური სამუშაოები იგეგმება, რომელიც 20 იანვრიდან 15 მარტამდე გასტანს. მგზავრობის მომენტში აღნიშნული სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ დროულად რომ დასრულდეს, სადგური ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრებს ვერ მიიღებს.
მატარებლები მეტროსადგურ “გურამიშვილზე” ვერ გაჩერდებიან და მას შეუჩერებლად გაივლიან”- უთხრეს “მეტრონომს” სატრანსპორტო კომპანიაში.