რუსული საინფორმაციო სააგენტოს „როსბლატის“ ინფორმაციით, მოსკოვში კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, ე.წ. „კვეჟოევიჩი“ დააპატიმრეს. გურამ ჩიხლაძე 16 იანვარს დააკავეს და უთხრეს, რომ როგორც არალეგალ ემიგრანტს უახლოეს დღეებში მას რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩიხლაძეს ე.წ. კანონიერი ქურდის „დათო ფოთისკის“ მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, მაგრამ ეს მკვლელობა საკუთარ თვზე სხვა პირმა აიღო.