ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოჰაიოს შტატში პოლიციელმა 16 წლის მოზარდს სასამართლო დარბაზში ესროლა

აშშ-ში ოჰაიოს შტატში, ქალაქ კოლამბუსში პოლიციელმა 16 წლის მოზარდს სასამართლო დარბაზში ესროლა.

როგორც nydailynews-ი წერს, სასამართლო დარბაზში კონფლიქტი მოზარდის ოჯახის წევრებს, ბრალდებულის და პოლიციელს შორის დაიწყო, რის შემდეგაც, მოზარდი პოლიციის შერიფის მოადგილეს თავს დაესხმა, შედეგად, პოლიციელმა მას ესროლა. დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავად პოლიციელი კი მსუბუქად დაშავდა.

მოზარდი სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ბრალდებით საქმის განხილვის გამო იმყოფებოდა.

 

იტვირთბა....