ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: სიცრუეა იმაზე საუბარი, თითქოს ბაღებში კვების მენიუ წინა წლებთაან შედარებით შემცირებულია

თბილისის მერი კახი კალაძე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ბაგა-ბაღებში საკვვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, სიცრუეა იმაზე საუბარი, თითქოს ბაღებში კვების მენიუ წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.  მერის განცხადებით, 2017 წელს საბავშვო ბაღების კვების რაციონი, ისევე როგორც კალორაჟის რაოდენობა, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით დამტკიცდა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღებში მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი  არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა.

აღნიშნული კალორაჟის მიხედვით მოხდა ახალი მენიუს დამტკიცება საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ მენიუში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველის და რძის პროდუქტების და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები. მათ შორის მარილის და შაქრის დღიური ნორმა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....