პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა „პირველ არხზე“ ინტერვიუში ონლაინსესხების კომპანიების ირგვლივ ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ორგანიზაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ამ მონაცემების დაცვის ვალდებულება აქვს.
“გვესმის, რომ ვადაგადაცილებული ან გადაუხდელი სესხის პირობებში კომპანიებს თანხის დაბრუნების კანონიერი ინტერესი აქვთ, მაგრამ ეს მოქალაქის ღირსებისა და მისი უფლებებისშელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს” – განაცხადა ქალდანმა.
ქალდანის თქმით, ონლაინსესხების ორგანიზაციებს ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი აქვთ და მათზეც ვრცელდება კანონი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2017 წელს დაამტკიცა. ქალდანის თქმით, ასეთმა ორგანიზაციებმა ეთიკურად უნდა იმოქმედონ და არაუფლებამოსილი პირებისთვის ინფორმაციის გამჟღავნება არ დაუშვან.