ახალი ამბები მთავარი სამართალი

გმირთა მოედანზე სამი ადამიანი დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

გმირთა მოედანზე გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. სისხლიანი გარჩევის საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყავნეს, სამი დაჭრილიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ექიმი კონსტანტინე მუმლაძე აცხადებს, 20 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 00:30 წუთზე მიიყვანეს. “ქვემო კიდურზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, აქტიური სისხლდენით, ჩაუტარდა ოპერაცია”- აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, ჭრილობები მამაკაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

რა გახდა ურთიერთდაპირსპირების მიზეზი, უცნობია.

იტვირთბა....