თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ ბასიანის ინციდენტში მონაწილე მიხეილ სვანიძეს ადმინისტრაციული ჯარიმა 250 ლარი დაეკისრა.
სვანიძე სამართალდამცავებმა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავთა მოთხოვნის მიმართ დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში კლუბ „ბასიანის” თანამშრომლების დაჭრაში და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ქვლივიძეს მოსამართლმ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.