ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრილი 26 წლის სანდრო ჯორჯაძის საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სანდრო ჯორჯაძისთვის ეს დაჭრის უკვე მესამე შემთხვევაა. ამჯერად მას ფეხში ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ პირველი გასროლის შემდეგ დაჭრილმა გაქცევა შეძლო, თუმცა თავდამსხმელი მას უკან დაედევნა. დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, 26 წლის მამაკაცს 4-ჯერ ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების და და იარაღის უკანონო ტარების მუხლებითაა დაწყებული.