ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია “მილკო” რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიან შეფუთვაში ჩამოსხმა ბაღებიდან მიღებულმა გადაჭარბებულმა შეკვეთამ გამოიწვია

კომპანია “მილკოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხაჩიძემ ჟურნალისტებთან ბაღებში ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით შეტანილი პროდუქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„რძის პროდუქტი ჩამოსხმული იყო ტეტრაპარკის შეფუთვაში, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ ძვირადღირებული მთელს მსოფლიოში. ყუთი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი, ახალი, უმაღლესი ხარისხის; აქვს 6 დამცავი შრე და ულტრაპასტერიზებულ პროდუქტს ინახავს 6 თვის განმავლობაში, ისე, რომ ყველა თვისებას ინარჩუნებს პაკეტში. ჩვენ ვახორციელებთ შეფუთვის იმპორტს იტალიიდან. ამ ეტაპზე ბაღებიდან მოსულმა შეკვეთამ ძალიან გადააჭარბა გეგმას, იმ შეთანხმებას, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებულები გავხდით ამ სახით შეგვეტანა პროდუქტი. ღვინის ეტიკეტირებით იყო პარკი, თუმცა, ამავე შეფუთვაზე გადაკრული გვქონდა რძის სპეციალური ეტიკეტიანი ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო რძის ყველა მონაცემი. ყუთზე დატანილ მონაცემებს პროდუქტი მთლიანად აკმაყოფილებს.

ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური, ნაღებზე დამზადებული და აკმაყოფილებს ISO-ს სტანდარტებს და სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტს. თვეში ორჯერ მოწმდება კომპანიის პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიერ. ორ დღეში ველოდებით ახალ შეფუთვებს იტალიური კომპანია „იპისგან“, იმ რაოდენობას, რაც გაზრდილი მოთხოვნისთვის იქნება საკმარისი. მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია“, – განაცხადა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტის ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით შეტანის საკითხზე მერიაში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

იტვირთბა....