ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან 200 მეტრით უკან გადაწიეს მავთულხლართები

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. პირველი არხის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიე და სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

გასული წლის აპრილში ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.

იტვირთბა....