თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ესენლარის რაიონში საიუველირო მაღზიის გაქურდვისას ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა და კიდევ ორ გაქცეულს ეძებენ. გამოცემა „მილიეტის“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ, მაღაზიაში შეიჭრნენ, თუმცა თავდამსხმელებს იუველირმა წინააღმდეგობა გაუწია და მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.
ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა იუველირიც. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა, ხოლო ინფორმაცია მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი.
თურქეთში საქართველოს საკონსულო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი უკვე სამშობლოში ჩამოასვენეს.