ნუცუბიძის ფერდობზე, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, 26 წლის მამაკაცს 4-ჯერ ესროლეს.
დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთებში უტარდება. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით დაჭრილს სამი შემავალი ჭრილობა აღენიშნება, დაკარგული აქვს დიდი რაოდენობით სისხლი და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების და და იარაღის უკანონო ტარების მუხლებითაა დაწყებული.