ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხარაგაულის სოფელ ბორითში ახალგაზრდა მამაკაცის ძებნაში მოსახლეობა ჩაერთო

სოფელ ბორითის მკვიდრს, 28 წლის ამირან ბარბაქაძეს სამართალდამცველები შვიდი დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული 9 იანვარს გაუჩინარდა.

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„დაკარგულის მოსაძებნად სოფლის მცხოვრებლებიც, ასზე მეტი ადამიანია ჩართული. მდინარემ ამირან ბარბაქაძის ქურთუკი გამორიყა, სამძებრო სამუშაოებში სხვა სოფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ“,

შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....