ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....