ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულტურის სამინისტროში, მწერლებისა და გამომცემლების შეხვედრა მიმდინარეობს

კულტურის სამინისტროში, მწერლებისა და გამომცემლების შეხვედრა მიმდინარეობს. საუბარი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხება.

შეხვედრის მთავარი მიზანია, დაასრულოს კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს კომპანია, რომელიც იმუშავებს ფრანკფურტში, საქართველოს, როგორც საპატიო ქვეყნის პავილიონისა და ეროვნული სტენდის კონცეფციაზე.

გარდა ამისა, ფრანკფურტის პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ იქნება დავით დოიაშვილი. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

„როგორც ვიცი,კონკურსანტებში, ანუ იმ კომპანიებში, რომლებიც დარეგისტრირდნენ არტ ტრანსფერით, არის წარმოდგენილი, თუმცა კომისიამ უნდა იმსჯელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები,“ – აცხადებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი.

ცნობისთვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება და საქართველო ღონისძიებაში სპეციალური სტუმრის სტატუსით ჩაერთვება.

იტვირთბა....