კლუბ “ბასიანის” ინციდენტის დროს ბრალდებულის ადვოკატმა ზაზა ჯაშმა, ბრალდებულისათვის გირაოს შეფარდების მიზეზებზე ისაუბრა.
„ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. მოვითხოვეთ გირაოს სახით 20 000 ლარი, მაგრამ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც ჩვენი, ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნა და გირაოს სახით 30 000 ლარი შეუფარდა. ამის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გათავისუფლდა პატიმრობიდან…ის არ არის ნასამართლევი, პირველად აქვს შეხება სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიარებს ჩადენილ ქმედებას. იგი არ დაემალება გამოძიებას, ზეგავლენას არ მოახდენს არც მოწმეებზე და არც საქმის მასალების განადგურებაზე. პირიქით, ის აღიარებს დანაშაულს და უნდა, რომ გაირკვეს სიმართლე. მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო “, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.
არასამთავრობოები კლუბ ბასიანის დაცვის წევრების დაჭრისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას შეისწავლიან.საქმის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა შსს-მაც.