ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხელფასის და დანამატის გაერთიანებაზე მსჯელობენ

“მეტრონომი”: საკრებულოდან

 

თბილისის საკრებულოში, დღევანდელ სხდომაზე  მერიის ახალი სტრუქტურა განიხილება. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს სიახლეები მერიის მუშაობას გააუმჯობესებს.

”რაც შეეხება ანაზღაურებებს, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ხელფასების ზრდა არ არის მოცემული. ხელფასი და დანამატი ერთიანდება. თითოეული თანამშრომელი მიიღებს იმ ხელფასს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო”- აღნიშნა თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მერის მოადგილეები არიან პოლიტიკური თანამდებიბის პირები და შესაბამისად გამორიცხულია ზედმეტი დანამატის და პრემიის მიღება.

”რაც შეეხება ქვედა რგოლს, თანამშრომლებს, წლის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ხელფასის 10%-ის ფარგლებში, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ”- აღნიშნა ტყემალაძემ.

ოპოზიცია აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს არის ”ძარცვა კანონის ფარგლებში” – ასე უწოდა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ანაზღაურების შესახებ ცვლილებას. თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ იმყოფება, თუმცა მერიის წარმომადგენელი სხდომას ესწრება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....