ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ პატარიძე: „24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე თურქეთში გაემგზავრა, რათა საქართველო-თურქეთის საზღვარზე გადასვლის ახალი რეგულაციების შესახებ თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

„დღეს დილას მე მქონდა შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულთან, მქონდა კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აქ იმყოფება თურქეთის გენერალური კონსული, მასთან ერთად ახლა მე მივემგზავრები თურქეთში ოფიციალურ შეხვედრაზე, ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით. 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი,“ – განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ.

სწორედ ამ რეგულაციის გამო, ხმაურია დღეს დილიდან სარფის საბაჟოზე. მოვაჭრეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად გადადიან სამუშაოდ თურქეთის მხარეს, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქებში, ახალი რეგულაციებით კი მათ შეზღუდვები უწესდებათ.

 

იტვირთბა....