ახალი ამბები მთავარი სამართალი

მინისტრის მოადგილე: პოლიციელზე ხელის აწევა და მუნდირის შელახვა არავის შერჩება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომენტარი კლუბ “ბასიანში” მომხდარ ფაქტზე და ხაშურში მოსწავლეების დაჭრასთან დაკავშირებით განცახდება გააკეთა. მეზვრიშვილის ინფორმაციით, კლუბში მომხდარ ფაქტზე უწყებას მკაცრი რეაგირება ჰქონდა და დამნაშავე პირის ადგილზე დაკავება მოხდა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კლუბის დაცვის წევრების დაჭრის დროს, ასევე დიდუბე-ჩოღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე თამაზ საველი დაიჭრა, რომელიც თავდამსხმელს წინააღმდეგობას უწევდა. მას გამოჩენილი მამაცობისთვის ჯილდო გადაეცა. მეზვრიშვილის თქმით, უწყებამ დანაშაულში ეჭვმიტანილის გირაოთი გათავისუფლება გაასაჩივრა და მათთვის კანონით არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა. მეზვრიშვილი ამბობს, რომ პოლიციელზე და მის მუნდირზე ხელის აწევა არავის შერჩება ვინ არ უნდა იყოს ის.

მინისტრის მოადგილე ხაშურში სკოლის მოსწავლეების დაჭრასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასაც შეეხო. მისი თქმით, მოსწავლეების დაჭრაში ბარლდებული 1992 წესლ დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც  ბრალი განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით წარედგინა.

 

იტვირთბა....