NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ მედიასაშუალებები, ზოგადად, დეზინფორმაციას ავრცელებენ, 25% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 15%-მა არ იცის, მედია დეზინფორმაციას ავრცელებს თუ არა.
საქართველოში დეზინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ – ამ მოსაზრებას 44% ეთანხმება , 28% არ ეთანხმება, 28%-მა კი – არ იცის.
დასავლური მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოში – ამ მოსაზრებას ეთანხმება 41%, არ ეთანხმება 34%, არ იცის 25%-მა.
გამოკითხულთა 60% თვლის, რომ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებენ ქართული ტელეარხები, 24% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 16%-მა არ იცის.
დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებლად თვლის ქართულ ონლაინ მედიას 51%, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 19%, არ იცის 16%-მა.
ქართულ ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით, 43% თვლის, რომ ის ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 19% არ ეთანხმება ამას, 38%-მა – არ იცის
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.