ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

FREEDOM HOUSE: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

საერთაშორისო ორგანიზაცია FREEDOM HOUSE-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნაა, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა.   საქართველოს 100-დან 64 ქულა აქვს მინიჭებული და ბოლო სამი წლის განმავლობაში წინსვლა არ განუცდია. მმართველი გუნდის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციას გამარჯვების შანსებს უმცირებს.

„მმართველი კოალიციის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მომავალ არჩევნებში ისედაც დასუსტებულ ოპოზიციას გამარჯვების შანსები შეუმცირა და გაამყარა ქართული ოცნების მმართველობა კიდევ წლების განმავლობაში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მფარველობს”, – წერია ანგარიშში.

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა ნიშნავს ყველაზე მეტად თავისუფალს, 7 ქულა კი ყველაზე ნაკლებად თავისუფალს).

ანგარიშში ასევე მოხსენიებულია თბილისისდან აფგან მუხთარლის გატაცების საკითხიც, რაშიც საქართველოს მონაწილეობაც იკვეთება.

იტვირთბა....