ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმდ გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% თვლის რომ არ იცვლება, 26%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე პასუხი არ იცის 3%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

იტვირთბა....