ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე ისაუბრა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მაინტერესებს და ძალიან ყურადღებით გავეცნობი არგუმენტებს. ველოდები, რომ ეს ის შემთხვევა იქნება, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც – ალბათ უფრო მეტად არგუმენტირებული და დასაბუთებული უნდა იყოს ის ორი ძირითადი საკითხი, რომლებზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ აქვს შენიშვნა. ჯერ დოკუმენტი არ მოსულა ჩვენამდე. გავეცნობი არგუმენტებს და ამის შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტულად საუბარი, თუ რამდენად არის დამაჯერებელი ან დასაბუთებული ის მოსაზრებები, რასაც პრეზიდენტი ვეტოს გამოყენების დროს იყენებს. კომენტარის გაკეთება შემიძლია მხოლოდ იმ განცხადებების მიხედვით, რაც ზეპირად გაკეთდა“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის საჭიროება გაჩნდა.

„როდესაც ჩანაწერი გაჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, მისი გარანტიებისა და დამოუკიდებლობის თაობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა საჭიროა. კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის არსებობა კონსტიტუციური დაცვის გარანტიით არის დღეს წარმოდგენილი და მას აქვს დამოუკიდებლობის შესაბამისი მაღალი ხარისხი. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ბაზაა საჭირო. ამ კონტექსტში ვუყურებთ ჩვენ მაუწყებელს, რომლის გაძლიერებაც და მყარი საკანონმდებლო მექანიზმები გვინდა. რაც შეეხება არგუმენტებს, ამ საკითხზე ვისაუბრებ მაშინ, როდესაც გავეცნობი იმ ორ მოსაზრებას, რის გამოც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ვეტო. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამკვირვებია“, – აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.

იტვირთბა....