ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის შსს თანამშრომლებს დასვენების უფლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ექნებათ

რუსულმა მედიამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა სადაც რუსეთის შსს-ს თანამშრომლებს დასვენების უფლება აქვთ. შესაბამისი ბრძანება რუსეთის შს მინისტრმა გასცა.

სიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად მოხვდა, ჩინეთი, ვიეტნამი და კუბა. საქართველოს მაგივრად კი სიაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წერია.

როგორც უწყება განმარტავს სია სამხედრო-პოლიტიკური, კრიმინოგენული, ბუნებრივ-კლიმატური და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფაქტორების გათვალისწინებით არის შედგენილი.

სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:

ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ვიეტნამი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთ, კუბა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.

იტვირთბა....