ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიძე და კარასინი პრაღის ფორმატში ერთმანეთს 31 იანვარს შეხვდებიან

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინის 31 იანვარს, პრაღაში შეხვდება.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს ბოლოს 16 ნოემბერს, პრაღაში შეხვდნენ,ეს მათი მეთექვსმეტე შეხვედრა იყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქარველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხიც  დააყენა.

პირველი შეხვედრა აბაშიძე-კარასინს შორის 2012 წლის 14 დეკემბერს გაიმართა.

იტვირთბა....